პარასკევი, 2024-05-17, 3:13 PM | მოგესალმები Guest

BARCA, WE LOVE YOU!!!

მთავარი » 2009 » მარტი » 5 » გუტიმ გაუბერა
გუტიმ გაუბერა
3:07 PM
ესპანიოლთან მოგებულ შეხვედრაში თავისი არცთუ მოკრძალუბული წვლილი გუტიმაც შეიტანა. ვიცე-კაპიტანმა ძალიან ლამაზი საჯარიმოთი ანგარიში გახსნა და სამეფო კლუბის გამარჯვება მეტნაკლებად სწორედ ამ გოლმა განაპირობა.

მატჩის შემდეგ რეალის მე-14 ნომერმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. “ჩემმა გოლმა გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა, ამიტომ, ცხადია, გახარებული ვარ. ფეხბურთელისთვის გოლი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”

“რაული დიდებულ ფორმაშია. ძალიან კარგ სეზონს ატარებს და შთამბეჭდავი გოლებიც გააქვს. თან ის მხოლოდ შეტევაში არ თამაშობს, საჭიროების შემთხვევაში დაცვაშიც იხევს და გუნდის წარმატებაში უდიდეს როლს ასრულებს. მისი კარგი თამაში კი სხვა ფეხბურთელებს დადებით მუხტს გადასდებს.”

“ლა ლიგაში გამარჯვების იმედი და შანსი ისევ გვაქვს. ყველა მატჩში ვამტკიცებთ საკუთარ სიძლიერეს. ბარსელონას დაწევა რომ შეიძლება, ეს იქიდანაც ჩანს, რომ კატალონიელბთან ბოლო 3 ტურში სხვაობა 8 ქულით შევამცირეთ. მართალია, ბარსელონა კარგ სეზონს ატარებს, თუმცა ყველა გუნდს აქვს კრიზისი, კატალონიელებს კი ის ახლა დაეწყოთ. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დავკგაროთ დანარჩენი კი თვითონ მოვა.”

” სეზონის გადამწყვეტი მატჩი ულაპარაკოდ ელ-კლასიკო იქნება. როგორი სხვაობაც არ უნდა იყოს რეალსა და ბარსას შორის მაგ დროს, ბერნაბეუზე გასამართი შეხვედრა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვიმედოვნებ, რომ მატჩს მოვიგებთ და ბარსელონასთან ქულათა სხვაობას კიდევ უფრო შევამცირებთ, ან სულაც გავზრდით.”

კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 731 | დაამატა: sergi | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 2
2 messi0075  
0
bicho bicho biggrin

1 henry_m  
0
da guti dalagebuli neta rodis iyo??? biggrin biggrin biggrin kaci realshi ro itamashebs gaubervas aba ra iqneba wink wink biggrin biggrin biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სიახლეების განყოფილება
პრიმერა დივიზიონი [6]
ესპანეთის თასი [2]
მულტიმედია [6]
ჩეპიონთა ლიგა [2]
ბიოგრაფიები [7]
უკატეგორიო [7]
ინტერვიუ [8]
ისტორია [2]
ტრანსფერები [9]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  მარტი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მინი-ჩათი