ხუთშაბათი, 2024-05-02, 10:49 PM | მოგესალმები Guest

BARCA, WE LOVE YOU!!!

მთავარი » ტრანსფერები
დავიდ ვილიამ უარყო ინფორმაცია, რომ უახლოეს ხანში შესაძლოა "ვალენსია" დატოვოს. არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად შესაძლოა კლუბი შეელიოს თავის ლიდერებს: დავიდ ვილიასა და შემტევ ნახევარმცველს დავიდ სილვას.თუმცა,ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი აცხადებს,რომ არსად წასვლას არ აპირებს. "ამ დღეებში ველაპერაკე "ვალენსიას" ხელმძღვანელებს და გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს შეთანხმება მდგომარეობს იმაში,რომ ჩემი კონტრაქტი კლუბთან კიდევ 6 წლის განმავლობაში იმოქმედებს და მე მაქვს სურვილი, ეს უფლება კონტრაქტის ბოლომდე გამოვიყენო. "ვალენსია" ჩემი გუნდია, თავს აქ შესანიშნავად ვგრძნობ და არავის არა აქვს იმის უფლება, დამაძალოს სხვაგან გადავიდე. იმედი მაქვს ჩემი სიტყვები ყველა კითხვას დაუსვამს წერტილს." - ამბობს ევრო 2008-ის საუკეთესო ბომბარდირი.
კატეგორია: ტრანსფერები | ნანახია: 860 | დაამატა: sergi | თარიღი: 2009-03-15 | კომენტარი (2)

"ბარსელონას" შტაბ-ბინაში დაადასტურეს, რომ რამდენიმე წინადადება მიიღეს კლუბებიდან 18 წლის თავდამსხმელის ბოიან კრკიჩის გაყიდავასთან დაკავშირებით. "კრკიჩს "ბარსელონასთან" აქვს კონტრაქტი და მასზე ჩვენი გუნდი დიდ იმედებს ამყარებს, მისი მომავლის საკითხი ჯერჯერობით ისევ ღია რჩება, რამდენიმე სახელოვანმა გრანდმა მოგვმართა ამ ფეხბურთელის შეძენასთან დაკავშირებით, მაგრამ სეზონის დასრულებამდე ამ საკითხს საერთოდ არც განვიხილავთ", - ნათქვამია კატალონიური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში
კატეგორია: ტრანსფერები | ნანახია: 737 | დაამატა: sergi | თარიღი: 2009-03-06 | კომენტარი (13)

მიუნხენის ბაიერნის მიერ გამართული უკანსაკნელი შეხვედრის შემდეგ ფრენკ რიბერიმ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო,რომ ვერ იგრძნო მხარდაჭერა თავისი კოლეგების მხრიდან...
ბაიერნის პრეზიდენტმა განაცხადა რომ ეს შეიზლება განპირობებული ყოფილიყო იმის გამო,რომ რიბერის სურს კლუბის დატოვება.ბეკენბაურემა განაცხადა:როდესაც ფეხბურთელი თავის გარშემო ქმნის ერთგავრ ზღუდეს,კლუბს ამ შემთხვევაში მასზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი აღარ რჩება...რიბერის შემთხვევაში ჩნდება წარმოდგენა რომ,მისი სიტყვები არის ერთი მიზნისკენ მიმართული:მის გარეშე კლუბს არ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში,ანუ გუნდი დამოკიდებულია მასზე,რიბერი ამას კარგად ხვდება და სურს შექმნილი ვითარება სათავისოდ გამოიყენოს...ანუ საკუთარი თავით დააინტერსოს ევრპის გრანდები და შემდეგ წავიდეს ბაიერნიდან.....იმ გუდში რომელ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ტრანსფერები | ნანახია: 650 | დაამატა: henry_m | თარიღი: 2009-03-05 | კომენტარი (2)

ზაფხულში “სიტი” მზადაა “ბარსელონას” არგენტინელ ვარსკვლავში 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზოს.

პრემიერლიგის ყველაზე მდიდარი კლუბი აპირებს სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს - გვატყობინებს ყველაზე ავტორიტეტული ბრიტანული გაზეთი “The Sun”. “ქალაქელების” მფლობელი სულეიმან ალ-ფაჰიმი შეყვარებულია მესიზე და მისი გადაბირების დიდი სურვილი ამოძრავებს: “მე არ ვიცნობ მარადონას, არასდროს მიმუშავია მასთან. რაც შეეხება მესის, მან მე არგენტინა შემაყვარა.” - განაცხადა არაბმა მილიარდელმა. მესი მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავად ასპარეზობს, პრიმერას 22 თამაშში 17 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ექვსჯერ დაამწუხრა მეტოქე მეკარეები. ჯერ-ჯერობით კატალონიური მხარე დუმს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ლაპორტამ მთავარი მარგალიტი გაუშვას.

კატეგორია: ტრანსფერები | ნანახია: 658 | დაამატა: sergi | თარიღი: 2009-03-05 | კომენტარი (1)

ბოიან კრკიჩი მიმდინარე სეზონში ძალიან იშვიათად გამოდის მოედანზე, ამიტომ სულ უფრო და უფრო მეტი კლუბი ცდილობს მის გადაბირებას
ბოლოს ბოიანით დაინტერესდა ინგლისის "ტოტენჰემი" ნისლიანი ალბიონის პრესა იტყობინება, რომ "ბარსელონა" შესაძლოა დათანხმდეს კრკიჩის 1 წლით არენდით გაშვებას. "ტოტენჰემი" მზად არის კონკურენტობა გაუწიოს სხვა იმ კლუბებს, რომლებსაც სურთ თავიანთ გუნდში იხილონ ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელი. შესაბამისად ინგლისელებს მოუწევთ ებრძოლონ საფრანგეთის "ლიონს" ჰოლანდიურ "აიაქსს" ასევე ისეთ გრანდებს , როგორებიც არიან "მილანი" და მისი თანაქალაქელი "ინტერი" ასევე ბოიან კრკიჩის მიმართ ინტერესს იჩენს მადრიდის "ატლეტიკო" ყველა ზემოთხსენებულ კლუბს ის აიმედებთ, რომ პეპ გუარდიოლა ძალიან ცოტა სათამაშო დროს აძლევს ბოიანს, კრკიჩმა წელს მხოლოდ 11 თამაში ჩაატარა, ძირითადად იგი გამოდის ესპანეთის თასის თამაშებზე
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ტრანსფერები | ნანახია: 850 | დაამატა: lasha-gaucho | თარიღი: 2009-03-04 | კომენტარი (25)

"მილანის" წარმომადგენლები შეხვდნენ "ბარსელონას" კამერუნელი ლეგიონერის სამუელ ეტოოს აგენტს, რათა განეხილათ "როსონერებში" ფეხბურთელის გადასვლის პირობები. ეს უკვე რიგით მეორე შეხვედრაა. ასეთი წარმომადგენლობითი პირველი შეხვედრა ერთი წლის წინ შედგა. ახლანდელი კონტრაქტით კამერუნელი "ბარსელონას" 2010 წლამდე ეკუთვნის, თუმცა, როგორც ეტოო აცხადებს, "ბარსელონაში" დარჩენას აღარ აპირებს. "დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - სვამს რიტორიკულ კითხვას ეტოო, - გადაწყვეტილება უკვე მივიღე, მაგრამ კონკრეტულად რა არის ეს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით არ ვიტყვი." ამ ეტაპზე ეტოო "ბარსელონას" ბომბარდირია, მან 22 მატჩში 23 ბურთი გაიტანა.
კატეგორია: ტრანსფერები | ნანახია: 740 | დაამატა: sergi | თარიღი: 2009-03-04 | კომენტარი (7)

"ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა კლოდ პიუელმა განაცხადა, რომ დიდი შანსია "ლიონის" ფორვარდმა კარიმ ბენზემამ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში "ბარსელონასთან", რომელიც "ნოუ კამპზე" გაიმართება. "ბენზემას კუნთი არა აქვს გაწყვეტილი, არც ძვალი აქვს დაზიანებული, "რენთან" თამაშისას მან მიიღო მძიმე დარტყმა გულ-მკერდის არეში. შესაძლოა მან გამოტოვოს უახლოესი თამაში "ლილთან" საფრანგეთის თასზე, მაგრამ სრულყოფილად მომზადებული იქნება "ბარსელონასთან" თამაშისათვის" - აცხადებს "ლიონის" თავკაცი.

კატეგორია: ტრანსფერები | ნანახია: 721 | დაამატა: sergi | თარიღი: 2009-03-03 | კომენტარი (4)

უამრავი სპეკულაციის შემდეგ,რომ ვიქტორ ვალდესი შეიძლება ბარსადან წავიდეს,კატალონიელებმა გადაწყვიტეს ბოლო მოეღოთ ამ ჭორებისთვის და ნომერ 1 გოლკიპერს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.შეგახსენებთ,რომ ამჟამად ვალდესს კონტრაქტი 2010 წლამდე აქვს და როგორც იტყობინებიან ეს 2014 წლამდე გაგრძელდება.27 წლის მეკარე გუნდში რაიკაარდის მოსვლიდან გახდა პირველი და დღემდე ასეა.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ტრანსფერები | ნანახია: 731 | დაამატა: sergi | თარიღი: 2009-03-03 | კომენტარი (5)

ბოლო დღეებში კატალონიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,”ბარსელონამ”მიუნხენის “ბაიერნთან” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ 25 წლის ფრანგ ნახევარმცველ ფრანკ რიბერის შეძენის თაობაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.ეს ფაქთი ჯერ ჯერობით არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია.სამაგიეროდ,ნავთზე ცეცხლი დაასხა ფეხბურთელის აგენტმა ალენ მილიაჩომ,რომელმაც კატალონიურ რადიო RAC-1 თან საუბარში შემდეგი რამ თქვა:რიბერი “ბაიერნიდან”სადმე თუ წავა , მხოლოდ –”ბარსელონაში”.

იმავდროულად როგორც იტალიური “coroere dello sport “_ი იუწყება ფრანგის შესაძენად “იუვენტუსიც”სერიოზულად ყოფილა დაინტერესებული,რომელიც ჩეხ პაველ ნედვედის შემცვლელად შეუგულებიათ,თუმცა თუ თავად რიბერის აგენტს დაუჯერბდ “ბარსელონას”ამ ტრანსფერთან დაკავშირებით დიდი უპირატესობა ექნება სხვა ამა თუ იმ კლუბებთან შედარებით.

წყარო: Sport.es

კატეგორია: ტრანსფერები | ნანახია: 756 | დაამატა: sergi | თარიღი: 2009-03-03 | კომენტარი (6)

სიახლეების განყოფილება
პრიმერა დივიზიონი [6]
ესპანეთის თასი [2]
მულტიმედია [6]
ჩეპიონთა ლიგა [2]
ბიოგრაფიები [7]
უკატეგორიო [7]
ინტერვიუ [8]
ისტორია [2]
ტრანსფერები [9]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მინი-ჩათი