პარასკევი, 2024-05-03, 3:59 AM | მოგესალმები Guest

BARCA, WE LOVE YOU!!!

მთავარი » პრიმერა დივიზიონი
კატალონიური სპორტული გაზეთი სპორტი იტყობინება რომ მადრიდის რეალის ახალმა პრეზიდენტმა პლორენტინო პერესმა ახალი წინადადება შემოიტანა რომლის მიხედვითაც ლა ლიგის მატჩები ესპანეთის დროით შუადღის 3 საატზე დაიტყება ბარსელონას კი ეს წინადადება მოეწონა
კატეგორია: პრიმერა დივიზიონი | ნანახია: 1027 | დაამატა: sergi | თარიღი: 2009-07-10 | კომენტარი (1)


ბოიან კრკიჩის მიერ ბილბაოს “ატლეტიკის” კარში გატანილი მეორე გოლი არა მხოლოდ შეხვედრაში სამი ქულის ვადაზე ადრე მოპოვება, არამედ “ბარსას” სათამაშოს სტილის ხაზგასმაც იყო.

ეს გოლი გავიდა ზუსტად 1 წუთისა და 49 წამის შემდეგ იმ მომენტიდან, როდესაც ხავიმ მოედნის ცენტრში მოიპოვა ბურთი. დროის ამ მონაკვეთში “ბარსას” ფეხბურთელებმა ზედიზედ 37 გადაცემა გააკეთეს ისე, რომ ბურთს მოწინააღმდეგე არ შეხებია. ყველაფერი დაიწყო 53–ე წუთზე, როდესაც ხავიმ ბურთი მოიპოვა და მესის გადააწოდა. ამ გადაცემით კატალონიელმა დაიწყო 37 მოკლეპასიანი კომბინაცია, რომელიც გატანილი გოლით დასრულდა. შეტევა კი დანი ალვეშის პასით და ბოიანის დარტყმით დასრულდა.

ამ კომბინაციაში ვიქტორ ვალდესის და რაფა მარკესის გარდა “ბარსელონას” ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ალვეშმა 6 გადაცემა გააკეთა; პიკემ, სილვინიომ, ხავიმ და კეიტამ 5–5; ბოიანმა 4, მესიმ და ინიესტამ 3–3 და ტურემ 1.

კატეგორია: პრიმერა დივიზიონი | ნანახია: 885 | დაამატა: henry_m | თარიღი: 2009-03-17 | კომენტარი (2)

დღეს თბილისის დროით 00:00 საათზე ალმერია ესპანეთის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს კატალონიის ბასელონას მიიღებს, ბარსელონას ისევ პუიოლის, აბიდალის, მილიტოს და ახლა უკვე ხორკერას გარეშე(რომელმაც სულ ახლახანს მიიღო ტრამვა) მოუწევს თამაში. 

ბარსას 19–კაციანი შემადგენლობა: ვალდესი, პინტო, ალვეში, პიკე, მარკესი, კასერესი, სილვინიო, ვიქტორ სანჩესი, ტურე, ბუსკეტსი, ხავი, კეიტა, გუდიონსენი, ინიესტა, გლები, მესი, ბოიანი, ეტო'ო, ანრი.

სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა კი ასეთია:ვალდესი, ალვეში, მარკესი, პიკე, კასერესი, ტურე, ბუსკეტსი, ხავი,  მესი, ეტო'ო, ინიესტა.


კატეგორია: პრიმერა დივიზიონი | ნანახია: 862 | დაამატა: admin | თარიღი: 2009-03-15 | კომენტარი (2)

"ბარსელონას" კაპიტანი კარლეს პუიოლი სამი კვირა ვერ ითამაშებს საკუთარი გუნდის შემადგენლობაში. ბილბაოს "ატლეტიკთან" შეხვედრისას, რომელიც კატალონიურმა გუნდმა 2:0 მოიგო, პუიოლი საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. დღეს მას ჩაუტარებენ სამედიცინო გამოკვლევას, თუმცა აქედანვე ცხადია, რომ ის ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგისა და პრიმერადივიზიონის უახლოეს მატჩებში
კატეგორია: პრიმერა დივიზიონი | ნანახია: 794 | დაამატა: sergi | თარიღი: 2009-03-08 | კომენტარი (4)

მარსელოს მიაჩნია,რომ ბარსელონა და მისი გულშემატკივრები ანერვიულდებოდნენ მას შემდეგ,რაც დაინახავდნენ,რომ სხვაობა მადრიდის რეალსა და ბარსელონას შორის ოთხ ქულამდეა შემცირებული,რაც ამ ტურში ესპანიოლის მისსავე მოედანზე 2:0 დამარცხებითაა განპირობებული.

ბრაზილიელმა ესპანიოლთან მატჩში იგუაინი შეცვალა და მას მიაჩნია,რომ ბლანკოსების მოგება წნეხის ქვეშ დააყენებს პეპ გვარდიოლასა და მის შეგირდებს.ბარსელონა სტუმრად თამაშობს მადრიდის ატლეტიკოსთან და თუ ესპანიოლმა მოახერხა ლიდერების დამარცხება კამპ ნოუზე,მარსელოს მიაჩნია,რომ ატლეტიკოსაც შეუძლია იგივეს გამეორება.

“ჩვენ ყოველთვის გვწამდა,რომ ბარსელონასთან სხვაობას შევამცირებდით.ეხლა მათთან ძალიან ახლოს ვართ და მიმაჩნია,რომ ეს კიდევ ერთ თავსატეხს გაუჩენს მათ.ჩვენ თავდადებით ვიბრძვით.ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ყოველ თამაშში სამი ქულის აღება და ძალიან კარგი იქნება,თუ ატლეტიკოს ხელს წაგვაშველებს”-განაცხადა ბრაზილიელმა საკუთარი კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პრიმერა დივიზიონი | ნანახია: 858 | დაამატა: sergi | თარიღი: 2009-03-04 | კომენტარი (5)

სამიოდე ტურის წინ "ბარსელონას" 12 ქულიანი უპირატესობა "რეალთან" თვალსა და ხელს შორის მიმოიფანტა და ბოლო ტურში მადრიდის "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ 3:4 ოთხ ქულამდე შემცირდა. "ამ მატჩისას ჩვენ უფრო იშვიათად ვფლობდით ბურთს, ვიდრე ჩვეულებრივი სხვა თამაშებში. - ამბობს "ბარსელონას" მთავრი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, - ასეთ დროს კი გარკვეული ყურადღებაა საჭირო. "ატლეტიკო" სწორხაზოვან ფეხბურთს თამაშობს, რაც ჩვენ მრავალრიცხოვან პრობლემას გვიქმინიდა. 2:0 რომ წავიყვანეთ ანგარიში, გადაწყობაც კი ვერ მოვახერხეთ, რომ მეტოქემ ერთი ბურთი გაქვითა. თამაშის ბოლოს კი დადგა საკითხი - ჩაგვერთო თუ არა მთელი ძალები გამარჯვების მოპოვებისთვის. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ "ბარსელონას" კრიზისი დაეწყო, რომ გუნდი ახლა უფრო მალე იღლება. ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვისწრაფით და ასე იქნება მომავალშიც. მართალია "რეალი" მოგვიახლოვდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ შევინარჩუნებთ უპირატესობას." - აცხადებს გვარდიოლა.
კატეგორია: პრიმერა დივიზიონი | ნანახია: 710 | დაამატა: sergi | თარიღი: 2009-03-03 | კომენტარი (3)

სიახლეების განყოფილება
პრიმერა დივიზიონი [6]
ესპანეთის თასი [2]
მულტიმედია [6]
ჩეპიონთა ლიგა [2]
ბიოგრაფიები [7]
უკატეგორიო [7]
ინტერვიუ [8]
ისტორია [2]
ტრანსფერები [9]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მინი-ჩათი