პარასკევი, 2024-05-17, 12:37 PM | მოგესალმები Guest

BARCA, WE LOVE YOU!!!

მთავარი » 2009 » მარტი » 5 » el classico: ბარსელონა–რეალი
el classico: ბარსელონა–რეალი
5:05 PM
 მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს და მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპაში დაიწყო საფეხბურთო აღმავლობის ხანა, დაარსდა უამრავი კლუბი რომელიც დღეს თანამედროვე ფეხბურთის გრანდია , სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ესპანური და კატალონიური ფეხბურთის ორი უდიდესი გრანდი: კატალონიის ბარსელონა და მადრიდის რეალი–აქედან იწყება ამ ორი გუნდის დაპირისპირება რომელიც საუკუნეზე მეტია გრძელდება. მათ შეხვედრას ბობი რობსონმა მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის უდიადესი მოვლენა უწოდა. ეს არაა მხოლოდ შიდაესპანური შეხლა, ეს არის უმწვავესი საერთაშორისო დონის ბრძოლა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, ომი თავისუფლებისა და რეპრესიების წინააღმდეგ. არცერთი საკლუბო შეხვედრა არაა ასე პოლიტიზირებული და პატრიოტული გრძნობებით სავსე. "ამბობენ, რომ  სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთში არევა არ შეიძლება, მგარამ ბარსას უამისოდ წარმოდგენა, უბრალოდ არ შეიძლება."–თქვა ერთხელ ბარსას ყოფილმა თავდამსხმელმა ხრისტო სტოიჩკოვმა. როცა ბარსელონა მადრიდის წინააღმდეგ ერის ბრძოლა იწყება სახელმწიფოსთან. ეს მატჩი არის თავისუფლებისა და დემოკრატიის დაპირისპირება ავტორიტარიზმთან. 
თავის დროზე რეალი გენერალ ფრანცისკო ფრანკოს საკუთრება იყო და ბუნებრივია არაფერი აკლდა ბარსელონა კი რეჯიმის წინააღმდეგ მუდმივი აჯანყების განსახიერება იყო ის ებრძოდა რეპრესიებს და მოსყიდულ მსაჯებს.
 1963 წლის აგვისტოში როცა ესპანეთის სამოქალაქო ომი ახალი დაწყებული იყო ფრონტიდან დაბრუნებული ბარსას პრეზიდენტი ხოსეპ სუნიოლ იგრიგერა მოკლეს კატალონიელები  დღემდე ყვავილებით ამკობენ მის საფლავს, რადგან ეს არის ანტი ფრანკისტული აქტი ერთგვარი სიმბოლურობა, რადგან ბარსელონელი ფანები (და არა მარტო ბარსელონელი ფანები) დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ იმ რეჯიმმა მოაწყო სუნიოლის მკვლელობა. ფრანკოს სისტემა უხეშად ჩაერია ალფრედო დი სტეფანოს ტრანსფერში, რაც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი იყო ესპანური ფეხბურთის ისტორიაში. კატალონიელ ქომაგებს იმაშიც არ ეპარებათ ეჭვი, რომ ჩინოვნიკების ზეწოლით გუნდი სისტემატურად ზარალდებოდა.
1943 წელს გამართულმა კოპა დელ ხენერალისიმოს ფინალმა ეს ვერსია დაადასტურა ბარსელონა საშინაო მატჩი 3–0 მოიგო ხოლო განმეორებით შეხვედრაში, როგორც ამბობენ როცა ანგარიში 0–1 იყო კატალონიელთა სასარგებლოთ მათ გასახდელს მსაჯი და რამოდენიმე ნიღბიანი შეიარაღებული ჯარისკაცი ეწვია შესვენების შემდეგ კი რეალმა 11 უპასუხო გოლი გაიტანა და 11–1 მოიგო,
ის რომ მადრიდის რეალი ფრანკოს რეჟიმისას პრივილეგიებით სარგებლობდა, სურპრიზი ნამდვილად არ იყო. კლუბის პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ თავიდანვე ფრანკოს გვერდით იდგა და ცენტრისტული მისწრაფებებით გახლდათ ცნობილი. რელი ესპანელ ხალხს და დიქტატორულ სისტემას წარმოადგენდა. "სრული სიცრუეა თითქოს მე კატალონია მეზიზღება, პირიქით კატალონიელების ჯინაზე კატალონიით აღფრთოვანებული ვარ"–განაცხადა ბერნაბეუმ. ასევე სახელმწიფო უშიშროების მდივანი პირდაპირ აცხადებდა ბარსა სეპარატისტების თავშესაფარიაო. ამით იგი აკნინებდა გუნდს და კატალონიელ გულშემატკივარში კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას იწვევდა. რეჯიმი ძალა უნებურად მეორე მხარესაც აძლიერებდა, პერმანენტული წინააღმდეგობის შედეგად კატლონიაში ერთიანობის მძლავრმა გრძნობამ იფეთქა და ეს კამპ ნოუზე ყველაზე ნათლად ჩანდა, მხოლოდ იქ  შეიძლებოდა  კატალონიურად თავისუფლად საუბარი და დროშის ფრიალი. "ბარსა სოციალური წარმონაქმნია მასში ჩაგრული ხალხის წინააღმდეგობრივი სული იგრძნობა"–განაცხადა ცნობილმა ტენორმა ხოსე კარერასმა. ბარსა ყოველთვის იდენტიფიცირდებოდა კატალონიასთან, ყოველთვის კატალონიური გუნდი იყო, მის სტადიონზე ყოველთვის ფრიალებს კატალონიური დროშა და ინფორმატორიც ადგილობრივ დიალექტზე საუბრობს.

კატალონიური ესპანური დაყოფა კვლავაც გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ბარსა შვეიცარელმა ემიგრანტმა ხუან გამპერმა დააარსა, ხოლო მადრიდელთა პირველი  პრეზიდენტი კატალონიელი იყო.

ყველაზე შთამბეჭდავ გამარჯვებას ბარსელონამ 1913 წელს მიღწია როცა რეალი 7–0 დაამარცხა.

2004 წელს როცა ბარსამ ესპანეთის ჩემპიონატში რეალი დაამარცხა, ოლეგერმა თავისი გუნდის ზეიმი ასე დაახასიათა: "ჩვენ თითქოს ვიყავით არმია, რომელიც დიაგონალზე იმ მიმართულების საპირისპიროდ მოძრაობდა რომლითაც ფრანკოს ჯარისკაცები 1939 წელს შემოვიდნენ წარმოვიდგინეთ მათი ტანკები, ის თუ როგორ ვპასუხობდით მათ ტყვიებს ჰიმნის მღერით და როგორ ვუცინოდით პირდაპირ სახეში ფაშისტებს."

შეიძლება ვინმეს ცოტა უცნაურად მოეჩვენოს ფეხბურთელის ემოციები, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბარსელონას ყველა ფანი ზუსტად ასე ფიქრობს. VISCA EL BARCELONA, VISCA EL CATALUNYA.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 981 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 8
8 ollala  
0
viva catalunya!franco saflavshi gagebs chvens shedzaxils madrids rom davipyrobt! bash

7 admin  
0
madloba smile

6 messi0075  
0
sagoll gio udzlieresi statiaaaaaaaa smile

5 admin  
0
dzvel juranal gaazetebshi smile

4 sandrinio  
0
kaia sagol

3 henry_m  
0
au martla dzaan magari statiaa,kaia admin kai da sad ishove??? :):):)mec minoda eseti ragac damedo mara ver vitriee :(:(:(ese gavagrzelot kaiaaaa :D:D:D::D

2 admin  
0
smile

1 lasha-gaucho  
0
sagol admin magadi statiaa da imdeni ra vutxari santiago bernabeus ramdeni katalonia uyvarda

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სიახლეების განყოფილება
პრიმერა დივიზიონი [6]
ესპანეთის თასი [2]
მულტიმედია [6]
ჩეპიონთა ლიგა [2]
ბიოგრაფიები [7]
უკატეგორიო [7]
ინტერვიუ [8]
ისტორია [2]
ტრანსფერები [9]
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  მარტი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მინი-ჩათი